"მეტამ" მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშები წაშალა

13.10.24 16:09
"მეტამ" მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშები წაშალა

კომპანია "მეტამ" მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშები წაშალა. ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ე.წ ფეიკ მომხმარებლები დეზინფორმაციას ავრცელებდნენ პრეზიდენტ მაია სანდუს შესახებ, ეწეოდნენ ანტიევროპულ პროპაგანდას და მხარს უჭერდნენ მოლდოვაში მოქმედ პრორუსულ პარტიებს. 

ჯამში, “მეტამ” წაშალა “ფეისბუქის” 7 ანგარიში და 23 გვერდი, “ინსტაგრამზე კი 1  ჯგუფი და 20 ანგარიში.

ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე რეფერენდუმი მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად 20 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები