ზვიადაურს ძმის დაკრძალვაზე დასწრების უფლება მისცეს

19.08.21 10:43
ზვიადაურს ძმის დაკრძალვაზე დასწრების უფლება მისცეს

მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონსა და ,,ოცნების" ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს,  ძმის, ზვიად ზვიადაურის დაკრძალვაზე მისვლის უფლება მისცეს. ინფორმაცია "პირველებს" დაკავებულის ადვოკატმა დაუდასტურა. გადაწყვეტილება პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო. 

ბრალდებულს ახმეტაში ბადრაგი ჩაიყვანს. 

მკვლელობისთვის ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა.