თემქაზე სოციალურად დაუცველებს ავარიული შენობიდან ასახლებენ - ხალხი დახმარებას ითხოვს

13.10.24 21:09
თემქაზე სოციალურად დაუცველებს ავარიული შენობიდან ასახლებენ - ხალხი დახმარებას ითხოვს

 

 

სოციალურად დაუცველებს ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ. თემქაზე ავარიულ შენობაში შესახლებულ მოქალაქეებს შეატყობინეს, რომ უნდა დაცალონ ოთახები, რადგან სახელმწიფო ბალანსზე არსებული შენობა გასხვისდა. ასზე მეტმა ოჯახმა არ იცის, რა გააკეთოს ახლა -  სად გაათენებინონ ღამე არასწულოვან ბავშვებს.

2012 წელს სახელმწიფომ შენობა მაცხოვრებლებიანად შპს "მს"-ს მიჰყიდა, რომლის მფლობელიც მერაბ სამადაშვილია. უკვე მესამე წელია კომპანია ადგილობრივებს საცხოვრებლის დაცლას და სხვაგან გადასვლას აიძულებს, სანაცვლოდ კი ხან 4 ათას დოლარამდე თანხას, ხან კი კოპრუსის აშენების შემდეგ ბინას სთავაზობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დახმარების თხოვნით არაერთ ორგანოს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები