ინფიცირებულ მოქალაქეებს კლინიკები ვეღარ იღებენ, გურიაში ვითარება საგანგაშოა

19.08.21 11:04
ინფიცირებულ მოქალაქეებს კლინიკები ვეღარ იღებენ, გურიაში ვითარება საგანგაშოა

კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეებს კლინიკები ვეღარ იღებენ, გურიაში ვითარება საგანგაშოა. მძიმე პაციენტებს მოლოდინი სასწრაფოს მანქანებში უწევთ, რეანიმაციები გადავსებულია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში "პირველებს" უდასტურებენ, რომ რეგიონში  ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლიდანაა გასული.

გამყრელიძის სამსახური მთელს პასუხისმგებლობას ხალხს აკისრებს, იმ მოქალაქეებს, რომლებიც არც პირბადეს ატარებენ, არც დისტანციას იცავენ და ვაქცინციაცაიზეც უარს ამბობენ.