სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს

14.10.24 10:31
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს

მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. საზეიმო წირვას მღვდელმთავრებთან ერთად მცხეთაში პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი აღავლენს.

სვეტიცხოვლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა მეუფე ნიკოლოზმაც და მრევლს დღესასწაული მიულოცა. 

სვეტიცხოვლობა ორჯერ არის წელიწადში. ერთხელ არის 12 მოციქულის ხსენების დღეს, მის სახელზეა ტაძარი აშენებული. დღეს არის ალბათ მთავარი სვეტიცხოვლობა. ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულზეც არის და დღეს არის ისესო ქრისტეს კვართის დღესასწაული და ყველას გვილოცავთ, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

ცოტა ხნის წინ ადგილზე საქართველოს პრეზიდენტი მივიდა. სავარაუდოდ, მალევე ტაძარაში მივა პრემიერ-მინისტრიც. ეს იქნება პირველი შეხვედრა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტი დაუანონსა. 

სვეტიცხოვლობა იგივე მცხეთობა საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად - 14 ოქტომბერს აღინიშნება. მასთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა მთელი საქართველოს მოქმედ ეკლესიებში აღინიშნება, თუმცა ფოკუსში, ამ დღეს, ქალაქი მცხეთაა.

მსგავსი სიახლეები