არჩევანი ყველამ სინდისის ხმის მიხედვით უნდა გააკეთოს - მეუფე დანიელი
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი თვლის, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩეველმა არჩევენი საკუთარ სინდისზე დაყრდნობით უნდა გააკეთოს.
ამის შესახებ მაღალმა იერარქმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ მედიასტან გააკეთა.
მრევლმა უნდა გააკეთოს არჩევანი იმ ფასეულობების მიხედვით, რომელმაც მოიყვანა დღემდე და გადაარჩინა საქართველო. მე ვთვლი, რომ ყველამ უნდა გადაწყვიტოს სინდისისი ხმის მიხედვით, - ამბობს სასულიერო პირი.
მიტროპოლიტი არ პასუხობს კითხვას შეიცვალა თუ არა ქვეყანამ საგარეო კურსი:
"ეს არის პოლიტიკური შეკითხვა და ასეთ კითხვებზე საეკლესიო პირები არ ვპასუხობთ," - თქვა მიტროპოლიტმა დანიელმა.
განახლება: მედიასთან გაკეთებულ კიდევ ერთ კომენტარში ჭიათურის და საჩხერეს მიტროპოლიტი ამბობს, რომ ეკლესია პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს:
ეკლესია უჭერს მხარს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას მისი ტრადიციული ფასეულობების საფუძველზე. ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს. ჩვენთვის მთავარია, რომ ერმა დაიცვას თავისი ქრისტიანული და ეროვნული ღირებულებები, - ამბობს მეუფე დანიელი.
მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. საზეიმო წირვას მღვდელმთავრებთან ერთად მცხეთაში პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი აღავლენს.
ცოტა ხნის წინ ადგილზე საქართველოს პრეზიდენტი მივიდა. ლიტურგიას "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებთან ერთად ესწრება პრემიერი კობახიძეც.