საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი აცრილი არ ყოფილა - გაბუნია

19.08.21 11:12
საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი აცრილი არ ყოფილა - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი აცრილი არ ყოფილა.

ჩვენ გავაკეთეთ ინფიცირებულების ანალიზი მარტიდან აგვისტოს 17 რიცხვამდე აცრილი პირების რაოდენობის მიხედვით. ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი ვაქცინირებული არ იყო. საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა"- თქვა გაბუნიამ.

მისი თქმით, რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3500 პირმა. მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%-მდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0,3%.

ანუ, ორჯერ ვაქცინირებულების ერთეული შემთხვევები მოხდა რეანიმაციაში ამ 3500 პირიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად ვაქცინა მუშაობს და იცავს მძიმე შემთხვევების განვითარებისგან",- დასძინა მან.