სვეტიცხოველში საზეიმო წირვას საქართველოს პრეზიდენტი ესწრება - ტაძარში ელოდებიან პრემიერსაც

14.10.24 11:33
სვეტიცხოველში საზეიმო წირვას საქართველოს პრეზიდენტი ესწრება - ტაძარში ელოდებიან პრემიერსაც

მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. საზეიმო წირვას, რომელსაც მღვდელმთავრებთან ერთად მცხეთაში პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი აღავლენს, საქართველოს პრეზიდენტიც ესწრება. სავარაუდოდ, მალევე ტაძარაში მივა პრემიერ-მინისტრიც. ეს იქნება პირველი შეხვედრა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტი დაუანონსა. 

სვეტიცხოვლობა იგივე მცხეთობა საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად - 14 ოქტომბერს აღინიშნება. მასთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა მთელი საქართველოს მოქმედ ეკლესიებში აღინიშნება, თუმცა ფოკუსში, ამ დღეს, ქალაქი მცხეთაა.

მსგავსი სიახლეები