დაზიანებული საარჩევნო პლაკატები რეგიონებში - ოპოზიცია „ოცნებას“ კამპანიაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს
“ქართული ოცნება“ რეგიონებში პოლიტიკურ კონკურენტებს საარჩევნო კამპანიაში ხელს უშლის. შიდა ქართლში ოპოზიციის სააგიტაციო მასალის განადგურების და დაზიანების არაერთი ფაქტია დაფიქსირებული.
ის სტენდები, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სპეციალურად იმისთვის გამოყო, რომ სხვადასხვა პარტიებს გამოეყენებინათ, სრულად მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალებითაა სავსე.
ადგილობრივი ოპოზიციის შეფასებით, ეს მიანიშნებს იმისკენ, რომ “ოცნება“ წყობიდანაა გამოსული და გარდა ამისა, ეს საარჩევნო კოდექსის დარღვევაა. ისინი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, დაიცვან საარჩევნო კოდექსი და მისცენ ოპოზიციას საშუალება თანაბარ პირობებში აწარმოონ საარჩევნო კამპანია.
„ოცნება“ სრულ პანიკაშია, დაიწყეს ჩვენი სააგიტაციო მასალის დაზიანება, გაფერადება, თავიანთი პლაკატების გადაკვრა, ეს არის “ქართული ოცნების“ ხელწერა, ამ ფორმით ცდილობენ, როგორღაც არჩევნები მოიგონ და მასზე ცვლილება მოხდინონ, მაგრამ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი, ივანიშვილის რეჟიმს საკადრის პასუხს გასცემს. პლაკატების გადაკვრა არ უშველით“,- ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
სამარცხვინო ქმედებაა „ოცნების“ მხრიდან, მაგრამ მათგან არავის აღარაფერი უკვირს, და იმის მიუხედავად, რომ ისინი პლაკატებით ელოდებიან შედეგების მიღწევას, გარანტირებულად იციან, რომ არჩევნებს წააგებენ, ვერანაირი ბილბორდი და პლაკატი ვერ უშველით, ესენი აცუილებლად წავლენ ამ არჩევნებზე ხელისუფლებიდან“, - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.