მთავრობის დანაშაული იკვეთება - ექიმი გაუარესებულ ეპიდვითარებაზე

19.08.21 11:17
მთავრობის დანაშაული იკვეთება - ექიმი გაუარესებულ ეპიდვითარებაზე

ოზურგეთის საავადმყოფოს რეანიმაციის მთავარი ექიმი, ლევან გოგუაძე, რეგიონსა და ზოგადად ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, ზოგადი სურათი საქართველოში კატასტროფულია. ჩვენ უკვე პაციენტების მიღება აღარ შეგვიძლია უადგილობის გამო. დაგვიანდა ყველაფერი, დაგვიანდა ვაქცინაცია. აქ მთავრობის დანაშაული იკვეთება. ეს პირდაპირ შემიძლია, გითხრათ. ხელისუფლებამ დააგვიანა ვაქცინაცია, არ ჩაატარა მოსახლეობის ინფორმირება, მოსახლეობა დაბნეულია"- აცხადებს "პირველებთან" ლევან გოგუაძემ. 

გურიაში ვითარება საგანგაშოა. მძიმე პაციენტებს მოლოდინი სასწრაფოს მანქანებში უწევთ, რეანიმაციები გადავსებულია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში "პირველებს" უდასტურებენ, რომ რეგიონში  ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლიდანაა გასული.

მსგავსი სიახლეები