თამარ გაბუნია ვარაუდობს, რომ გარდაცვალების მატება მომდევნო დღეებში შესაძლოა, კიდევ იყოს

19.08.21 12:06
თამარ გაბუნია ვარაუდობს, რომ გარდაცვალების მატება მომდევნო დღეებში შესაძლოა, კიდევ იყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ "გარდაცვალების შემთხვევების მატება სავარაუდოდ მომდევნო პერიოდში კიდევ გაგრძელდება.

გარდაცვალება არის შემთხვევების 1%-ში მაინც, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ყოველდღიურად 5000 პაციენტი ინფიცირდება, აქედან მოსალოდნელი გარდაცვალება 50 შემთხვევაში დგება. სამწუხაროდ, ამის თავიდან აცილება უკვე დამდგარ შემთხვევებში შეუძლებელია. გარდაცვალების კუთხით მოსალოდნელი მატება მომდევნო დღეებში შესაძლოა, კიდევ იყოს, რადგან როგორც იცით, რეანიმაციაში დამძიმებული შემთხვევების შემდეგ სიკვდილობის მატება მოგვიანებით ხდება"- აცხადებს გაბუნია. 

მისი თქმით, შემთხვევების უდიდესი ნაწილი „დელტა შტამითაა“ გამოწვეული. 

ინფრასტრუტურული გამართულობა და გამოცდილება დღეს სისტემას უფრო მეტი აქვს ვიდრე ჰქონდა ნოემბერ-დეკემბერში, პროპორციულად გარდაცვალების რაოდენობა არ იმატებს, ვრჩებით 1.3%-1.4%-ის ფარგლებში, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში ეს ძალიან მაღალია“, - თქვა გაბუნიამ.