მუქარა მთავრობის კრიტიკის გამო - ტიკ-ტოკერი ამბობს, რომ წამლის ჩადებით ემუქრებიან

14.10.24 16:33
მუქარა მთავრობის კრიტიკის გამო - ტიკ-ტოკერი ამბობს, რომ წამლის ჩადებით ემუქრებიან

მუქარა მთავრობის კრიტიკის გამო - სამოქალაქო აქტივისტი, ლევან ჯაგაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ "ტიკ ტოკ" პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოების გამო, სადაც ის "ქართულ ოცნებას" ღიად აკრიტიკებს და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს.

როგორც ჯაგაშვილი აღნიშნავს, მას საჯაროდ და პირად შეტყობინებებში წერენ, რომ შეწყვიტოს “ქართულ ოცნებაზე“ საუბარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, “წამლის ჩადებით და ციხეში გაშვებით ემუქრებიან“.

ყველა ვიდეოში მოვუწოდებ ადამიანებს, მოვიდნენ არჩევნებზე, რათა შევცვალოთ რუსული რეჟიმი, დავიცვათ ჩვენი  და ჩვენი შვილების მომავალი, ეს, რა თქმა უნდა, აღიზიანებთ.

ბოლოსკენ მომწერეს, რომ ვითომ მთელმა ერმა ქუჩა-ქუჩა უნდა მაფრთხიალოს და ამას ვერ გავასწრებ, მაბრალებენ რევოლუციას, ვითომ მაიდნის მოწყობა მინდა.

ერთ-ერთი სერიოზული მუქარა იყო, რომ წამალს ჩამიდებენ და "დასასვენებლად" გამიშვებენ  - ანუ მემუქრებიან, ფაქტობრივად, ციხით. მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია. სამართალდამცავ ორგანოს რომ მივმართო, აზრი არ აქვს, რეკომენდაცია იქნება, ვიდეოები აღარ დავდო. 

ამ ადამიანებს შორის გულშემატკივრებიც იქნებიან და დაახლოებული პირებიც, რადგან უბვრალო გულშემატკივრები ასეთ მუქარას ვერ გაბედავენ, რომ წამალს ჩამიდებენ და დამიჭერენ. ფიზიკურად ვერ მოახერხებ, ასე რომ, ორივე მხარე იქნება, სავარაუდოდ“, - განაცხადა ჯაგაშვილმა.

მსგავსი სიახლეები