საქართველო-ალბანეთის შეხვედრა დაიწყო - მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში მესხის სახელობის სტადიონია
მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში მესხის სახელობის სტადიონია. საქართველო-ალბანეთის შეხვედრა დაიწყო. ეროვნული ნაკრები, რომელიც ერთა ლიგის ჯგუფში ამ დროისთვის ლიდერია, პირველობის შენარჩუნებას შეეცდება.
ერთი მოგება ალბანეთთან უკვე გვაქვს, როცა სექტემბერში გიორგი ქოჩორაშვილის გოლით საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი საკუთარ მოედანზე დაამარცხა.
სამწუხაროდ, ქოჩორაშვილი დღეს ვერ ითამაშებს, ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია აქვს. თამაშის წინ ნაკრების წევრები ქართველ ქომაგებს სთხოვენ, რომ არ გადაუხადონ სამაგიერო ალბანელებს, რომლებმაც წინა შეხვედრაზე საქართველოს ჰიმნის დროს სტვენა დაიწყეს.
ამ წუთებში სტადიონი გულშემატკივრებით არის სავსე. მატჩის ყველა ბილეთი დიდი ხნით ადრე გაიყიდა. ვინც სტადიონზე მისვლა ვერ შეძლო, მათთვის რესპუბლიკის მოედანზე გიგანტური ეკრანია დამონტაჟებული.