ვაქცინაცია აუცილებელია, საქართველო სიკვდილიანობის მიხედვით მეექვსე ადგილზეა

19.08.21 13:07
ვაქცინაცია აუცილებელია, საქართველო სიკვდილიანობის მიხედვით მეექვსე ადგილზეა

კორონავირუსით სიკვდილიანობის  რეკორდული ზრდით საქართველო მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. დაავადებულთა ახალი შემთხვევებით კი- მესამეზე. 

გასულ კვირასთან შედარებით ჩვენს ქვეყანაში კოვიდ დადებითობის მაჩვენებელი 24 პროცენტითაა გაზრდილი, ამიტომ სპეციალისტები სთხოვენ მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან წესები. პირადი ჰიგიენიდან  დაწყებული და ვაქცინაციით დასრულებული.

 აცრების ტემპით საქართველო 118-ე ადგილზეა.  იმუნიზაცია მოსახლეობის მხოლოდ 6,6  პროცენტმა ჩაიტარა.

ექსპერტები პრობლემას ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობაშიც ხედავენ, მათი განმარტებით, ქვეყანაში მხოლოდ 560 საწოლია დარჩენილი, კლინიკები კი ვერ უმკლავდებიან მომატებულ მომართვიანობას. გარდა ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა არ უნდა დაელოდოს ჯანმრტლობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას და დაიწყოს დაუყონებლივ 12 წლამდე მოსახლეობის ვაქცინაცია.

პრობლემები იგივე რჩება:  ის, რომ ადმინისტრირება ნიღბების ტარების, მასობრივი შეკრებების, ამ გზაზე წარმატებას ვერ ახერხებენ, საავადმყოფოები პრაქტიკულად გადავსებულია, დარჩენილია მხოლოდ 560 საწოლი, ოჯახის ექიმის სუსტი მუშაობა ბინაზეც. უნდა დაამატონ აპლიკაცია, რომელიც დაეხმარება სასწრაფოს ექიმს, დაინახოს, სად არის თავისუფალი საწოლი და არ დაავალებს პაციენტის ოჯახს, პრაქტიკულად თავად იშოვოს ადგილი საავადმყოფოში. გარდა ამისა, უნდა დაიწყოს დაუყონებლივ 12 წლამდე ასაკის მოზარდთა ვაქცინაცია.- განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, ვატო სურგულაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა საკმარისია. მოწყობილია დამატებითი ამცრელი პუნქტები რეგიონებში, რათა მოსახლეობამ რეგისტრაციის გარეშე შეძლოს იმუნიზაციის პროცესში ჩართვა. 

ჯანდაცვის სამინისტრო და ექსპერტები მოუწოდებენ მოსახლეობას, ვაქცინაციის პროცესში დაუყონებლივ ჩაერთონ.