"არანაირი ბოდიში ღორებს, სიკვდილი სეპარატისტებს" - მოქალაქეებმა ელბაქიძის დაღმართზე ბანერი გადმოფინეს

14.10.24 22:06
"არანაირი ბოდიში ღორებს, სიკვდილი სეპარატისტებს" - მოქალაქეებმა ელბაქიძის დაღმართზე ბანერი გადმოფინეს

გორში, ბიძინა ივანიშვილის მიერ "ოსი და-ძმებისთვის" ბოდიში მოხდის დაანონსებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მხრიდან პროტესტი არ წყდება.

ამჯერად, მოქალაქეებმა თბილისში, ელბაქიძის დაღმართზე საპროტესტო ბანერი გადმოფინეს. "არანაირი ბოდიში ღორებს, სიკვდილი სეპარატისტებს" - წერია ბანერზე. 

წყარო - NewsOn.Ge.

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, პარტიულ ყრილობაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა

"გამოვნახავთ ძალას ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ ენმ-მა ალში გახვია ოსი დები-ძმები"- თქვა მმართველი პარტიის სიის პირველმა ნომერმა აგვისტოს ომზე საუბრისას.

მსგავსი სიახლეები