ზივზივაძე: გვინდოდა, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვება მოგვეპოვებინა - ვეცდებით, სიტუაცია გამოვასწოროთ
საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველი სპორტსმენები პირველ კომენტარს აკეთებენ - ბუდუ ზივზივაძე მედიასთან საუბრის დროს ჩატარებულ თამაშს აფასებს და აცხადებს, რომ მიუხედავად საგოლე მომენტებისა, სამწუხაროდ, შეტევები გოლად ვერ გარდაქმნეს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი გულშემატკივარს მადლობას უხდის და იმედოვნებს, რომ მომდევნო მატჩებს ნაკრები წარმატებით ჩაატარებს.
მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დავალება შეგვესრულებინა. პირადად მე ორი კარგი მომენტი მქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენე. იმათ კი მცირე მომენტები ჰქონდათ, რომელიც გადასახეს გოლში და მაგის ხარჯზე დავმარცხდით სამწუხაროდ. გვინდოდა, რომ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვება მოგვეპოვებინა, მაგრამ ვერ მოვიგეთ. მადლობა გულშემატკივრებს, რომ 90 წუთის განმავლობაში გვერდში გვედგნენ. ვეცდებით, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ", - ამბობს ბუდუ ზივზივაძე.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთს უმასპინძლა. შეხვედრა 1:0 ალბანეთის გამარჯვებით დასრულდა. თამაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.