პირველი გოლის შემდეგ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ანგარიში მინიმუმ გაგვეთანაბრებინა - შენგელია

14.10.24 23:25
პირველი გოლის შემდეგ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ანგარიში მინიმუმ გაგვეთანაბრებინა - შენგელია

"პირველი გოლის შემდეგ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ანგარიში მინიმუმ გაგვეთანაბრებინა" - ამის შესახებ კომენტარი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრმა, ლევან შენგელიამ ალბანეთთან მატჩის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ლევან შენგელიას განცხადებით, ქართველი ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გუნდში პირველ ადგილზე დაწინაურდნენ.

არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, მაგრამ არც ცუდი თამაში იყო. ცოტა არ გაგვიმართლა, პირველი გოლის შემდეგ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ანგარიში მინიმუმ გაგვეთანაბრებინა, შემოგვეტრიალებინა თამაში, რაც ვერ მოვახერხეთ. შევეცდებით ეს გამოვასწოროთ და ისევ პირველ ადგილზე ვიყოთ გუნდში", - ამბობს ლევან შენგელია.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთს უმასპინძლა. შეხვედრა 1:0 ალბანეთის გამარჯვებით დასრულდა. თამაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.  

მსგავსი სიახლეები