დიდი უპირატესობა გვქონდა, თუმცა შეტევა გაგვეპარა და ამით დავისაჯეთ - ლოჩოშვილი

14.10.24 23:20
დიდი უპირატესობა გვქონდა, თუმცა შეტევა გაგვეპარა და ამით დავისაჯეთ - ლოჩოშვილი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი, ლუკა ლოჩოშვილი ალბანეთთან ჩატარებულ მატჩს აფასებს და ამბობს, რომ მიუხედავად 90 წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგეებთან დიდი უპირატესობისა, თამაში დაძაბული და რთული იყო. 

ქართველი სპორტსმენის განცხადებით, გარდამტეხი მომენტი ალბანეთის შეტევის გაპარვა იყო, თუმცა ლუკა ლოჩოშვილის განმარტებით, ახლა მთავარია, რომ საქართველოს ნაკრების თითოეულმა მოთამაშემ დაშვებული შეცდომები კარგად გაანალიზონ და შემდეგი მატჩისთვის მოსაგებად მეტი გააკეთონ. 

დიდი უპირატესობა გვქონდა. მეორე ტაიმში, პრაქტიკულად, არაფერი შეუქმნიათ. ერთი შეტევა გაგვეპარა, მაგით დავისაჯეთ და ვფიქრობ, რომ უფრო მეტს ვიმსახურებდით. რა თქმა უნდა, ძნელი იყო, ძალიან მჭიდროდ იცავდნენ თავს და უკნიდან გვეთამაშებოდნენ. ყველამ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი თამაში და მეტი უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი ჩვენს თავზეა დამოკიდებული", - ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთს უმასპინძლა. შეხვედრა 1:0 ალბანეთის გამარჯვებით დასრულდა. თამაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.  

მსგავსი სიახლეები