სანიოლი: გულდასაწყვეტი მარცხი იყო
"იმედია, ამ წაგებიდან ბევრს ვისწავლით, მაგრამ ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო" - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ალბანეთთან მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ვილი სანიოლის თქმით, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა დააყენა და ფეხბურთელებსაც ახალი ტაქტიკა ცუდად არ მიუღიათ, თუმცა მთავარი მწვრთნელის განმარტებით, ნაკრებმა შანსები ვერ გამოიყენა, რის გარეშეც სასურველი შედეგების მიღწევა შეუძლებელია.
ზოგჯერ მარცხის შემდეგ ყველაფრის უარყოფითად დანახვა გვსურს, თუმცა ჩვენ ბურთსაც ვაკონტროლებდით და მეტი საგოლე შესაძლებლობაც გვქონდა. მიზეზი ალბათ ის არის, რომ საჯარიმოში არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით.
დღეს ძალიან შემტევი შემადგენლობა დავაყენეთ იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდით, ალბანეთი დაცვიდან ითამაშებდა. ფეხბურთელებს ახალი ტაქტიკა ცუდად არ მიუღიათ, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ, ამის გარეშე კი შედეგის მიღწევა შეუძლებელია.
იმედია, ამ წაგებიდან ბევრს ვისწავლით. მაგრამ ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო. მომავალში რა იქნება, ვნახოთ, წინ მსოფლიო ჩემპოიონატის შესარჩევი ციკლია. ვითარებიდანდა მეტოქიდან გამომდინარე, სხვა ტაქტიკური ვარიანტები ყოველთვის უნდა გვქონდეს. შესაძლოა, ეს ან სხვა ტაქტიკა მომავალშიც გამოვიყენოთ.
ვფიქრობ, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. ამიტომ სათადარიგოებში შემტევი პოტენციალის მქონე მოთამაშეები ნაკლებად დაგვრჩა. ეს მათი კრიტიკა არ არის. ქოჩორაშვილის პოზიციაზე სხვა მსგავსი ფეხბურთელი არ გვყავს და ამას უნდა შევაგუოთ - ამისგამო, სხვა ტაქტიკას და ფეხბურთელებს გამოვიყენებთ.
რაც შეეხება მიქაუტაძეს, მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მას მხარი უნდა დავუჭიროთ. მაგრამბოლო სანაკრებო თამაშებში ეტყობოდა, რომ უთამაშებელია. ეს მის საკლუბო კარიერასაცეტყობა. თუმცა, იმედია, ვითარება შეიცვლება", -აღნიშნა ნაკრების მწვრთნელმა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთს უმასპინძლა. შეხვედრა 1:0 ალბანეთის გამარჯვებით დასრულდა. თამაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.