26 ოქტომბერს უნდა გადავწყვიტოთ, ვიქნებით ევროპის სრულუფლებიანი წევრი, თუ არა - გულიაშვილი
თეატრის კრიტიკოსი გვანცა გულიაშვილი "ტვ პირველის" ეთერში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს გადაწყდება, გამოიყენებს თუ არა ქართველი ხალხი ისტორიულ შანსს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თაობაზე.
გვანცა გულიაშვილი საზოგადოებას არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს.
არჩევნებზე რომ უნდა წავიდეთ, მანდ ორი აზრი არ არის. 26 ოქტომბერს მნიშვნელოვან არჩევანს გავაკეთებთ. ეს არ არის რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, არამედ უნდა გადავწყვიტოთ, შევძლებთ თუ არა გამოვიყენოთ ისტორიული შანსი, ვიყოთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფო, სადაც აფასებენ ადამიანის უფლებებს", - ამბობს გვანცა გულიაშვილი.