"საქართველო ირჩევს ევროკავშირს!" - ფართომასშტაბიან მსვლელობამდე 5 დღე რჩება
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს!" - ფართომასშტაბიან მსვლელობამდე 5 დღე რჩება. მარშის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მსვლელობის მონაწილეები ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან, დანიშნულების წერტილი კი თავისუფლების მოედანია.
- რესპუბლიკის მოედანი – 17:00სთ
- გმირთა მოედანი – 17:00სთ
- 300 არაგველის მოედანი – 17:00სთ
- მარჯანიშვილის მოედანი – 17:00სთ
- ამაღლების ქუჩა - 17 სთ.
მსვლელობა 19:00 საათზე დაგვირგვინდება თავისუფლების მოედანზე. იქ ჩვენ დაგველოდებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის გამართულ ყველა მანიფესტაციაში იღებდნენ მონაწილეობას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნოდ დავინახოთ ერთმანეთი და გავაგონოთ მთელს მსოფლიოს ჩვენი ხმა, რომ საქართველო ირჩევს სვროპას"- განაცხადა მსვლელობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნინო ლომჯარიამ.