მოქალაქეები: თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი პირადი ნომრების გადაცემას გვთხოვდა
თბილისში, მოსკოვის გამზირზე მცხოვრები პირი, ზაზა კურტანიძე, რომელსაც მეზობლები, როგორც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს ისე იცნობენ, ადგილობრივებს პირადი ნომრების გადაცემას სთხოვს - ინფორმაციას "პირველების" საინფორმაციო სამსახურს ადგილობრივები აწვდიან.
ფაქტი, რომ კურტანიძე თავდაცვის უწყების თანამშრომელია, დღეს ადგილზე მიუსლ "პირველების" გადამღებ ჯგუფს ზაზა კურტანიძის დამაც დაუდასტურა, თუმცა ქალი ამტკიცებს, რომ მას მისი ძმის დავალებით მეზობლებისთვის პირადობები არ გამოურთმევია.
საპირისპიროს ამბობენ კურტანიძის მეზობლები და ყვებიან, რომ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის დამ პირადი ნომრები ნამდვილად სთხოვა მათ.
იყო ამოსული და 5 პირადობის ნომერი უნდოდა, ჩემს ძმას ძალიან სჭირდებაო, რა თქმა უნდა , არ მივეცით, პირიქით, შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, რომ გადაწყვიტა, მე ამაზე წავიდოდი“, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
მათი თქმით, პირადი ნომრები კურტანიძეებს, სავარაუდოდ, არჩევნების გასაყალბებლად სჭირდებათ.
“პირველებმა“ სცადა, გაერკვია თავდაცვის სამინსიტროში, რა პოზიციაზე მუშაობს ზაზა კურტანიძე, თუმცა, როგორც უწყებაში ამბობენ, მათ მიერ მოკვლეული ინფორმაციის მიხედვით, ასეთი სახელის და გვარის მქონე პირი სამინისტროში არ ირიცხება.
შეგახსენებთ, "ნოდარ მელაძის შაბათმა" წინა კვირას გაასაჯაროვა საიდუმლო სიები, საიდანაც ირკვევა, რომ სხვადასხვა უწყებებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს ხელისუფლება ოჯახის წევრების მონაცემების გადაგზავნას და "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რიგებში ჩაწერას სთხოვს.