ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

19.08.21 14:21
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

დღეს ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, თუმცა მისი სიკვდილის ოფიციალურ მიზეზზე ოფიციალური დასკვნა არ არსებობს. 

გამოძიებამ გამოაქვეყნა ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზის შუალედური დასკვნა, თუმცა, იურისტთა განმარტებით, ასეთი დასკვნა იურიდიულ დოკუმენტს არ წარმოადგენს.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, 5 ივლისს, აქციაზე ულტრარადიკალური დაჯგუფების წევრებმა სცემეს, რის შედეგადაც მისი ჯანმრთელობა დაზიანდა, მიიღო ტვინის შერყევა და ჩამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები.

ლექსო ლაშქარავას ცემის ეპიზოდზე ბრალი 5 პირს აქვს წარდგენილი, ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში რჩება.

მსგავსი სიახლეები