20 ოქტომბერი, 17:00 საათი - ევროპული მარშისთვის საერთო სახალხო მობილიზება დაიწყო
ევროპული მარშისთვის საერთო სახალხო მობილიზება დაიწყო. 20 ოქტომბერს, კვირას საღამოს 17:00 საათზე თბილისის ხუთი სხვადასხვა ადგილიდან ხალხი თავისუფლების მოედნისკენ გაემართება. მოქალაქეები შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველზე და ახალ ლოკაციაზე - ასათიანისა და ამაღლების ქუჩის კვეთაზე. იქნება მშვიდობიანი მსვლელობა ერთადერთი განაცხადით - "ჩვენ გვინდა ევროპაში!"
მოქალაქეები ამბობენ, რომ არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე კვირას ამ მსვლელობაში მონაწილეობაა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.