ზურაბ ზვიადაური მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

19.08.21 14:31
ზურაბ ზვიადაური მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

ზურაბ ზვიადაური მატროსოვის ციხეზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტვ პირველს ზვიადაურის უფლებადამცველმა მიაწოდა.

საბადრაგო სამსახურმა განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი საკუთარი ძმის გასვენებაში მხოლოდ 2 საათის განმავლობაში გააჩერა, ცხედრის გამოსვენებას არ დაელოდა და ციხეში გადაიყვანა.

ზურაბ ზვიადაურის ძმა ახმეტაში დაკრძალეს.

ზურაბ ზვიადაურს თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალი ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობაში დასდო. ზვიადაურმა სოფელ წინანდალში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს საკუთარი ძმის მკვლელი მოკლა.