ანაზღაურების გაზრდა და შრომის პირობების გაუმჯობესება- ,,თბილსერვისის" თანამშრომელთა აქცია

19.08.21 14:46
ანაზღაურების გაზრდა და შრომის პირობების გაუმჯობესება- ,,თბილსერვისის" თანამშრომელთა აქცია

,,თბილსერვისის" თანამშრომელთა აქცია - ცოტა ხნის წინ დასუფთავების სამსახურში დასაქმებულებმა  მედიასთან განცხადება გააკეთეს. მათი მთავარი მოთხოვნებია შრომის ანაზღაურების გაზრდა, უნიფორმის განახლება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ჯანმრთელობის დაზღვევა. ამ მოთხოვნების შესასრულებლად ვადა მერიას 21 აგვოსტომდე აქვს. 
,,თბილსერვისის" თანამშრომლებმა ასევე განაცხადეს, რომ  გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მათზე მიმდინარეობს ზეწოლა და იძულება, სიმართლეს არ შეესაბამება.