ექსკლუზივი - წინანდალში მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახი დუმილს "ტვ პირველთან" არღვევს (ვიდეო)

19.08.21 15:08
ექსკლუზივი - წინანდალში მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახი დუმილს "ტვ პირველთან" არღვევს (ვიდეო)

"პირველების" ექსკლუზივი - წინანდალში მოკლული ნიკა კენჭოშვილის მშობლებმა ოთხდღიანი დუმილი "ტვ პირველთან" დაარღვიეს. 

„ჩვენი მიზანი არ არის ზვიადაურის დასჯა, ჩვენთვის მთავარია, ნიკას ცილი არ დასწამონ" - ამბობს მოკლულის დედა.

27 წლის მამაკაცის მშობლები კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კენჭოშვილს ბიზნესი ჰქონდა და ძმებ ზვიადაურებთან სისხლიანი გარჩევა ბიზნესწილების გამო მოხდა.

რა ბიზნესი, რის კრიმინალი? ისეთი კეთილი ბავშვი იყო. ფიზიკურად შრომობდა. სწავლა დაამთავრა, თუმცა ხელობა ეხერხებოდა და ბიძაშვილებთან ერთად სამუშაოდ წავიდა. ნუ ამოსვრიან ჩემი პატიოსანი შვილის სახელს ტალახში. მე ამ სპორტსმენებით ვამაყობდი, მაგათი დედებიც ძალიან მეცოდება. წარმომიდგენია რა დღეში არიან, მაგრამ რატომ მივიდნენ 27 წლის ბიჭთან ამხელა კაცები, ასეთი საშინელებებით?!"- აცხადებს გარდაცვლილის დედა.

კენჭოშვილის ოჯახის წევრების თქმით, ოლიმპიური ჩემპიონი იტყუება, როცა ამბობს, რომ დაჭრილები საავადმყოფოში პირადად მიიყვანა.