16 მომხრე და ორი წინააღმდეგი - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე აღარ ჰყავს.

19.08.21 15:27
16 მომხრე და ორი წინააღმდეგი - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე აღარ ჰყავს.

16 მომხრე და ორი წინააღმდეგი - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე აღარ ჰყავს. საკრებულოს თავმჯდომარის იმჩიჩმენტში მონაწილეობა სულ 18-მა დეპუტატმა მიიღო, მაგრამ კენჭისყრის დაწყებამდე 2-მა მათგანმა, ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, განაცხადეს, რომ ამ მასკარადში მონაწილეობას არ მიიღებენ და სხდომა დატოვეს.

საკრებულოს სხდომაზე  ,,ქართულმა ოცნებამ" ლევან ონიანი  ხმათა უმრავლესობით გადააყენა.  ონიანის თქმით, მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა პოლიტიკური რეპრესიები დაიწყეს.

ლევან ონიანს უფლებამოსილების ვადა სექტემბერში ისედაც ეწურებოდა. მან ,,ქართული ოცნების" რიგები დაახლოებით ერთი  კვირის  წინ დატოვა და სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, პარტიაში გაწევრიანდა.  ლევან ონიანიი ,,სახალხო პარტიის" რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელად უკვე აირჩიეს.