ზვიადაურით ვამაყობდი - მოკლული კენჭოშვილის მამა (პირველი ინტერვიუ გარდაცვლილის ოჯახთან)

19.08.21 15:13
ზვიადაურით ვამაყობდი - მოკლული კენჭოშვილის მამა (პირველი ინტერვიუ გარდაცვლილის ოჯახთან)

წინანდალში სისხლიანი გარჩევის შედეგად მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახის წევრები სამძიმარს უცხადებენ დაღუპულების ოჯახებს. 

გარდაცვლილის მამამ "ტვ პირველს" ექსკლუზიური ინტერვი მისცა.

ჩემი შვილი მშრომელი, პატიოსანი ბიჭი და ვაჟკაცი ადამიანი იყო. წინანდალში ჩასული იყო იმისთვის, რომ ემუშავა და ფინანსურად დახმარებოდა ოჯახს. ფიზიკურად შრომობდა, რა ბიზნეს წილები? მე ზვიადაურით ვამაყობდი. ამ ადამიანზე არაფერი ვიცი, ალბათ, მოიქცა ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალა, მაგრამ მას შეეძლო, უფრო მეტი გაეკეთებინა თავიდანვე.  იმ ოჯახს მინდა, პირველ რიგში, მივუსამძიმრო, ვხდები, იქაც რა ხდება"- აცხადებს გარდაცვლილის მამა. 

ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური, სწორედ ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები