შეირაღებული პირები და ე.წ ძველი ბიჭები საარჩევნო უბნებთან - მოპოვებულია ვიდეო-კადრები

16.10.24 17:03
შეირაღებული პირები და ე.წ ძველი ბიჭები საარჩევნო უბნებთან - მოპოვებულია ვიდეო-კადრები

 

 

შეირაღებული პირები და ე.წ ძველი ბიჭები საარჩევნო უბნებთან. მოპოვებულია ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკონტროლებენ დანით შეიარაღებული პირები საოლქო კომისიას. კადრები ოპოზიციონერმა აქტივისტმა, მარიამ დოლიძემ ისნის მეხუთე საოლქო კომისიასთან გადაიღო, სადაც დღეს სპეცსიები უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა გაურკვეველი მიზეზით სხდომა რამდენჯერმე გადაიდო.

სწორედ ამ საკითხზე აძლევდა ინტერვიუს ტელევიზიას “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი მარიამ დოლიძე, როდესაც N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ე.წ. “ძველი ბიჭები" გამოჩდნენ და რომლებმაც რესპონდენტისა და ჟურნალისტის საუბარი მოისმინეს, რასაც, დოლიძის თქმით, ადგილზე დანით შეიარაღებული პირის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

"სხდომის დასრულების შემდეგ, როდესაც კომენტარს ვწერდით, გამოგვეცხადნენ ცივი იარაღით, დანით შეიარაღებული ე.წ. ძველი ბიჭები. ჯერ იყვნენ ორნი, გვაინტერესებდა, აქ რა ხდებოდა, ამდენი ადამიანი რომ დავინახეთო. რეალურად ვიმყოფებოდით, მე, თქვენ, ჟურნალისტი და ოპერატორი. სამი ადამიანი ვიმყოფებოდით მხოლოდ. მერე ნახეთ, რომ არც სიტყვიერ შეურაცხყოფას მოერიდნენ ეს ადამიანები და არც გამოწევას. ვხედავთ, როგორ მუშაობს "ქართული ოცნება" და როგორ მუშაობს "ქართული ოცნების" ტიტუშკები. ვფიქრობ, რომ ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ესენი წარმოადგენენ "ქართულ ოცნებას" და ივანიშვილს, ვფიქრობ, რომ ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყვება", - აცხადებს მარიამ დოლიძე.