იძულებით დაწყებული გამოძიება - საგამოძიებო სამსახური ახალ სკანდალში ეხვევა

16.10.24 20:37
იძულებით დაწყებული გამოძიება - საგამოძიებო სამსახური ახალ სკანდალში ეხვევა

მოქალაქე  ქეთი მაღრაძე ამტკიცებს, რომ მის 11 წლის შვილს ყალბი ანგარიშიდან სექსუალური ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალის  გაგზავნას აიძულებდნენ. დედამ ყველა მტკიცებულება კარლო კაციტაძის სამსახურს წარუდგინა, თუმცა მისი თქმით, გამომძიებლებმა არაფერი მოიმოქმედეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც ფაქტით TV პირველი დაინტერესდა.

დედა  ჯერ პოლიციის განყოფილებაში  შემდეგ კი არასრულწლოვან ბავშვთან ერთად  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.  გამომძიებლები დღეს დედას დაჰპირდნენ, რომ "მეტას“ მიწერენ და  შეეცდებიან, დაადგინონ ვინ დგას ყალბი ანგარიშის უკან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა არასრულწლოვანი სოციალურ ქსელში სავარაუდო პედოფილიის მსხვერპლი ხდება, იურისტები ამბობენ, რომ მდგომარეობა საგანგაშოა, გამოსავალი კი ერთია, უნდა დაიწყოს საინფორმაციო კამპანია რომ მშობლებმა და არასრულწლოვანებმა იცოდნენ, როგორ დაიცვან თავი მსგავსი დანაშაულისაგან.

 იურისტები სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგას, საგამოძიებო უწყებების მხრიდან კი დროულ რეაგირებას ითხოვენ. 

საგამოძიებო ახალ სკანდალში - მარიამ მაკასარაშვილი დეტალებით