40 დღე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან- ოჯახს გამოძიების იმედი არ აქვს

19.08.21 16:59
40 დღე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან- ოჯახს გამოძიების იმედი არ აქვს

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ერთ თვეზე მეტია, ოჯახი ელოდება ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც  უნდა თქვას, რა გახდა ტვ პირველის ოპერატორის სიკვდილის რეალური მიზეზი. 

შვილმკვდარ დედას გამოძიების იმედი აღარ აქვს. თვეზე მეტია, შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხიმგებლობას თავიდან არიდებს რადიკალური დაჯგუფების ლიდერებს და აქციის იმ ორგანიზატორებს, ვინც ხუთ ივლისს ჟურნალისტებს სასტიკად გაუსწორდა.

ლექსო ლაშქარავას დედას, თინათინ კახიძეს, იმედი არ აქვს, რომ ხელისუფლება მისი შვილის გარდაცვალების საქმეს რეალურად გამოიძიებს და დამნაშავეებს დასჯის.

დღემდე არავინ დაგვკავშირებია, არც შსს-დან. ლექსოს ცხედრის ექსპერტიზა საჭირო იყო იმ 2 საათში, რომ გაეტაცებინათ. ეს იყო სანახავობა, რომ ლექსო დისკრედიტირებული ყოფილიყო. ჟვანიაზე მახსენდება, გაზით გაიგუდაო, ხელისუფლებამ რომ თქვა, არადა, გაზი სახლში არ იყო. და ესენი ლექსოს საქმეს გამოიძიებენ? - აცხადებს ლექსო ლაშქარავას დედა, თინათინ კახიძე.

ლექსო ლაშქარავას საფლავზე დღეს მისი ოჯახის წევრები და კოლეგები შეიკრიბნენ.