კორონავირუსს კიდევ ერთი სპორტსმენი, 49 წლის თემურ ტუღუში, ემსხვერპლა
კორონავირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი - კოვიდინფექციით 49 წლის ბათუმის ,,დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი, თემურ ტუღუში, გარდაიცვალა.
თემურ ტუღუში ბოლო წლებში 19 წლამდე ასაკის გუნდს ავარჯიშებდა.
თემურ ტუღუში ბათუმის "დინამოში" 1990-1997 წლებში თამაშობდა, იყო ეროვნული ნაკრების წევრიც.