პროკურატურამ 5 ივლისის საქმეზე ,,სირცხვილია" დაზარალებულად ისევ არ ცნო
5 ივლისის საქმეზე მოძრაობა ,,სირცხვილიას" აქტივისტები პროკურატურამ დაზარალებულად ისევ არ ცნო. საუბარია ზუკა ბერძენიშვილზე, მარიამ დოლიძესა და სალომე ბარკერზე.
ამ ეტაპზე ჩატარებული გამოძიებით არ იკვეთება სირცხვილიას წევრების: ზურაბ ბერძენიშვილის, მარიამ დოლიძის და სალომე ნიკოლეიშვილის [სალომე ბარკერი] მიმართ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების და შესაბამისად, მათ მიმართ უშუალოდ დანაშაულის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი", - წერია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურამ ,,სირცხვილიას" დაზარალებულად ცნობაზე 10 აგვისტოსაც უთხრა.