გალიები ფარშევანგების გარეშე - ქობულეთის მერიამ, წინასაარჩევნოდ, ცენტრალურ პარკში რკინის ვოლიერები ჩადგა
ქობულეთის მერიამ წინასაარჩევნოდ ცენტრალურ პარკში რკინის ვოლიერები ჩადგა, სადაც, წესით ფარშავანგები უნდა შეეშვათ, თუმცა გაირკვა, რომ ფარშავანგები საერთოდ არ ჰყავთ და სავარაუდოდ, ვერც იყიდიან, რადგან ბიუჯეტში შესაბამისი თანხა არ გააჩნიათ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს არის უკიდურესი დაცინვა, რადგან მოსახლეობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ და მერია კი გალიებს აშენებს.
როცა მუნიციპალიტეტში მოსახლოება ებრძვის არაერთ პრობლემას - გაზიფიცირებას, სასმელი წყლის პრობლემას, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, ამ დროს ხელისუფლება ადამიანებს დასცინის და უშენებს ფარშავანგის გალიებს“, - ამბობს ადგილობრივი.
ჩვენ გვჭირდება დიდი გალია, რომ ასეთ პირობებში ვცოცხლობთ და ვცხოვრობთ, რათა ტურისტებმა უფრო კარგად ნახონ, რა ექსპონატები ვართ. წელსო გალიაო, მომავლში ფარშვაგებიო, სასაცილოა, სატირალი თუ არა. 2 წლი შემდეგ კვერცხებიც გევქნება და ასე გავმრავლდებით და ავშენდებით.
იმდენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს და გადარჩენისთვის ვიბრძვით, გვემასხარავებიან“,- ამბობს ადგილობრივი.
როდის შეუშვებენ ფარშავანგებს გალიაში, ჯერჯერობით, უცნობია, რადგან მერიაში ამბობენ, რომ ფული, ამ ეტაპზე, მხოლოდ გალიების ასაშენებლად, გადასაფარად და შემოსაღობად ეყოთ, ფრინველებს კი მოგვიანებით შეიძენენ.