ორჯერ გადავრჩი აცრით, ერთხელ ბავშვობაში ყვავილის აცრით და ახლა, როცა ,,ასტრა ზენეკათი" ავიცერი - ლამარა აბჟანდაძე

19.08.21 19:00
ორჯერ გადავრჩი აცრით, ერთხელ ბავშვობაში ყვავილის აცრით და ახლა, როცა ,,ასტრა ზენეკათი"  ავიცერი - ლამარა აბჟანდაძე

უხუცესი ქართველი ბლოგერი სოციალურ ქსელში ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ წერს. ლამარა აბჟანდაძე აღნიშნავს, რომ აცრის წყალობით სიკვდილს ორჯერ გადაურჩა.

უკვე 91 წლის ვხვდები. ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა შედეგია იმ სწორი  ცხოვრებისა , რომელსაც მე ვეწეოდი დღემდე და ვეწევი ახლაც.

  მე ორჯერ გადავრჩი აცრით. ერთჯერ ბავშვობაში- ყვავილის აცრით და მეორედ ახლა, როცა ,,ასტრა ზენეკათი" ერთერთმა პირველმა ავიცერი.  მე აქტიურ ცხოვრებას არ ვწყვეტ , ბევრს დავდივავარ, ვმუშაობ როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. როცა ვისვენებ,  ვუსმენ მუსიკას, ვტკბები ნახატებით, ზოგჯერ მათემატიკის რთულ ამოცანებსა და მაგალითებსაც  ვიხსენებ, ესეც სიამოვნებას მანიჭებს..

დიახ აქტიური ცხოვრება ყველაზე კარგი წამალია. ასე რომ იცხოვრეთ აქტიურად , აიცერით დროულად. უმორჩილესად გთხოვთ, მიიღეთ ჩემი - ხანდაზმული ქალის რჩევა, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს - წერს სოციალურ ქსელში ლამარა აბჟანდაძე.