პირადი მონაცემების სკანდალი - არასამთავრობოს წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის წინააღმდეგ
პირადი მონაცემების სკანდალი - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის წინააღმდეგ. ირკვევა, რომ იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის რეესტრის ვებ გვერდზე დეა ერემაშვილის საბანკო ანგარიშის ნომრები გამოაქვეყნა. მათ შორის როდის და რა რაოდენობის ხელფასი ირიცხებოდა მის ანგარიშზე. დეა ერემაშვილი დარღვეული უფლებების აღსადგენად ბრძოლას იწყებს. პირადი მონაცემების სკანდალი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ორგანიზაცია უცხოური აგენტების რეესტრში დარეგისტრირდა.
რუსული კანონის მიღების დროს ,,ქართული ოცნება'' გასცემდა დაპირებას რომ ფიზიკურ და შშმ პირებს კანონი არ შეეხებოდა, თუმცა იურისტები ამბობენ, რომ კანონი უხეშად ირღვევა.
შშმ აქტივისტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს უკვე მიმართა .ის უწყებისგან შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.
დეტალები ანხეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.