"ბერი ნარიმანის" მრევლის დაჭრაში ბრალდებულის პროცესი - სასამართლო სხდომის დეტალები
შეცვლილი პოზიცია სასამართლოს დარბაზში. "ბერი ნარიმანის" მრევლის დაჭრაში ბრალდებული კაცი ჩადენილს არ აღიარებს. არადა აქამდე 19 წლის მამაკაცი ამტკიცებდა, რომ დანაშაულის დროს იდუმალი ხმები ჩაესმოდა და თვალებში უბნელდებოდა. დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ პოზიციის ცვლილების მიზეზი ბრალდებულის მძიმე ფსიქიკური მდგომარეობაა. დაცვის მხარე ახლა ექსპერტიზის პასუხს ელოდება, რადგან ამტკიცებენ, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.