ბევრი ხალხი თუ მივა, ვერავინ გააყალბებს, ამიტომ, გთხოვთ, ეცით თქვენ შვილებს პატივი და წადით არჩევნებზე- ანა ქარქაშაძე

17.10.24 22:13
ბევრი ხალხი თუ მივა, ვერავინ  გააყალბებს, ამიტომ, გთხოვთ, ეცით თქვენ შვილებს პატივი და წადით არჩევნებზე- ანა ქარქაშაძე

ბიძინა ივანიშვილს მოუწევს შეეგუოს წაგებას, იმიტომ რომ, არჩევნებზე ბევრი ხალხი თუ მივა, ვერავინ  გააყალბებს, შესაბამისად, აუცილებელია მივიდეთ ძალიან ბევრნი“, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა ანი ქარქაშაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მან ყველას მოუწოდა აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე, რომ მათი შვილები არ იყვნენ გატანჯულები, იცხოვრონ ბედნიერ ქვეყანაში და იყვნენ ლაღები.

ქარქაშაძემ ემიგრანტებსაც მიმართა და სთხოვა, არ დაეზაროთ კილომეტრების გავლა იმისთვის, რომ ისინი კი არ უგზვნიდნენ ოჯახებს დახმარებას, თავად ქმნიდნენ საკუთარ ქვეყანაში საკუთარ მომავალს.

მე მინდა მივმართო იმ  ადამიანებს, ვისი შვილებიც დღეს მარკეტებში მუშაობენ - რომ შედიხარ და გატანჯულ-ჩამოღვენთილ ბავშვებს ხედავთ, ნუთუ გინდათ, რომ თქვენი შვილების მომავალი ასეთი გატანჯული იყოს. თქვენ გაქვთ ყველაფრის ყველაფრის კითხვის უფლება, სახელმწიფო ხართ თქვენ, დამქირავებელი ამ მთავრობის და თქვენზე უნდა იმუშაოს. არ გინდათ რომ თქვენი შვილები იყვნენ ლაღები? სწორედ მათთვის უნდა ვიბრძოლოთ. დამკვირვებელი ვიქნები და აბა, რომელიმემ გაბედოს და ხმა გააყალბოს. ყველა სათითაოდ უნდა მივიდეს არჩევენბზე. ემიგრანტებო,  კილომეტრები გაიარეთ იმისთვის, რომ თქვენ კი არ უგზავნიდეთ ოჯახს, არამედ საკუთარ თავს თვითონ შეუქმნან.

მე არჩევენბზე იმიტომ მივდივარ, რომ ვარ ანწუხელიძის, მარო მაყაშვილის, ილია ჭაჭავაძის ხმა - ეს ხალხი იყო რუსეთი მოძულე ხალხი, რადგან იცონდნე, რომ საქართველო რუსეთის ფრთის ქვეშ ვერ გაიხარებდა.

ამიტომ, გთხოვთ, ეცით თქვენს მაგარ შვილებს პატივი და წადით არჩევნებზე“, - განაცხადა ქარქაშაძემ.