ამერიკა უკრაინას დამატებით 425 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

18.10.24 10:30
ამერიკა უკრაინას დამატებით 425 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ამერიკა უკრაინას დამატებით 425 მილიონი დოლარის, სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ზელენსკიმ და ბაიდენმა ტელეფონით ისაუბრეს.

არსებული ინფორმაციით, პაკეტში შევა საჰაერო თავდაცვის დამატებითიიი შესაძლებლობები, ჯავშან-მანქანები და საბრძოლო მასალებიც. მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინას გადაეცემა ტაქტიკური სისტემები, გამანადგურებლები და დამატებითი საარტილერიო სისტემაც.