საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არც პასპორტს, არც პირადობის მოწმობასა და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას ფლობს
2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს, არც ელექტრონულ პირადობის მოწმობასა და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას არ ფლობს. ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად აცნობა.
დოკუმენტის მიხედვით, 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში, ჯამში, 882 052 მოქალაქე არ ფლობს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
ცნობილია ასევე, რომ აქტიურ პირადობის ელექტრონულ მოწმობას საქართველოს 3 345 274 მოქალაქე ფლობს. მათგან არასრულწლოვანია 141 572, ხოლო სრულწლოვანი 3 203 702.
იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელიც მხოლოდ პასპორტს ფლობენ 458 234-ია. მათგან არასრულწლოვანია 164 371, ხოლო სრულწლოვანი 293 863.