მარში არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ყველა უნდა მივიდეთ და ერთმანეთს გავუწოდოთ ხელი - ლანა ღოღობერიძე

18.10.24 15:31
მარში არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ყველა უნდა მივიდეთ და ერთმანეთს გავუწოდოთ ხელი - ლანა ღოღობერიძე

20 ოქტომბრის ევროპულ მარშს ლანა ღოღობერიძეც უერთდება. რეჟისორის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა ქვეყნის ისტორიაში, ამიტომაც ხალხს გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

ყველა უნდა ვიდგეთ ერთად და გამოვხატოთ ის, რაც საუკუნეების განმავლობაში დაგვიგროვდა გულში - ამბობს ლანა ღოღობერიძე. 

მარში არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან აქ უნდა გამოჩნდეს, რამდენი ხალხია, რა სულისკვეთებით მოვედით, დღემდე. გვსურს თავისუფლება, სამართლიანობა, კეთილდღეობა, სიკეთე, ერთმანეთის გატანა, სიყვარული, ეს ყველაფერი, ერთად, არის იმაში, რომ ვიყოთ ერთად, ვიდგეთ ერთად და გამოვხატოთ ის, რაც საუკუნეების განმავლობაში დაგვიგროვდა გულში. ყველა უნდა მოვიდეს - ბავშვი, დიდი, პატარა. ამ დღეს, ყველა უნდა ვიყოთ ერთად და ერთმანეთს გავუწოდოთ ხელი", - ამბობს რეჟისორი.

შეგახსენებთ, რომ ევროპული მარშისთვის საერთო სახალხო მობილიზება დაიწყო. 20 ოქტომბერს, კვირას საღამოს 17:00 საათზე თბილისის ხუთი სხვადასხვა ადგილიდან ხალხი თავისუფლების მოედნისკენ გაემართება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველზე და ასათიანისა და ამაღლების ქუჩის კვეთაზე შეიკრიბებიან. იქნება მშვიდობიანი მსვლელობა ერთადერთი განაცხადით -  "ჩვენ გვინდა ევროპაში!"