"რკინიგზამ დაგვმალა, წამლებიც არ გვიყიდეს, ხელფასსაც არ გვიხდიან" - პირველი ინტერვიუები სარკინიგზო ავარიის შედეგად დაშავებულებთან
პირველი ინტერვიუები სარკინიგზო ავარიის შედეგად დაშავებულ მამაკაცებთან - სიკვდილს სასწაულით გადარჩენილი მუშები საქართველოს რკინიგზას უმძიმეს ბრალდებებს უყენებენ.
ირკვევა, რომ გეგმიური სამუშაოების დროს დაშავებული მუშების ამბავი დამალეს. საქმე სამ სექტემბერს თბილისში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხება, რა დროსაც მატარებლის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
"პირველების" რესპონდენტები ამბობენ, რომ მათი ამბით რკინიგზა საერთოდ არ დაინტერესებულა, არც მკურნალობის ხარჯები აუნაზღაურეს, ახლა კი კუთვნილ ხელფასებსაც აღარ აძლევენ.
ნეკნები მაქვს ჩატეხილი, გულ-მკერდის მალების მოტეხილობა, ხერხემლის, ყბა-სახის ძველები ჩამტვრეული, ტვინის შერყევა. სსამი დაიმტვრა და ორი გარდაიცვალა. არ მოსულა არავინ ჩვენი სამსახურიდან. ბიულეტენზე ვარ და ხელფასსაც არ მიხდიან", - ეუბნება "პირველებს" ერთ-ერთი დაშავებული.
არავინ არაფერს არ გავძლევს, წამლებსაც ჩვენით ვყიდულობთ, დაგვმალეს. ტელევიზორში რომ გამოაცხადეს, რომ ორი გარდაიცვალა და დაშავებულებზე არაფერი თქვეს, ძალიან გამიკვირდა. იმიტომ დამმალეს ალბათ თანხები რომ არ გაეღოთ, ჩემი აზრით. ანაზღაურებაზე უარი გვითრხეს. ხელფასი გაჩერებულიც აქვთ. ბიულეტენი ჩაახურინეთ, მოიტანეთ და ხელფასი ჩაერიცხებაო. მე მგონია, რომ სამსახურს დავკარგავ, მეც მანდ ვმუშაობ და თანამშრომლებმა მითხრეს, რომ არ მესაუბრა და ხმა არ ამომეღო"- ამბობს ერთ-ერთი დაშავებულის ცოლი.
დაშავებული თანამშრომლები საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ დავას იწყებენ - ცოტა ხანში სასამართლოში დაშავებული ინჟინრების სახელით სარჩელი შევა. უფლებადამცველი ამბობს, რომ საქართველოს რკინიგზიდან გამოითხოვა ხელშეკრულება, რომლის პირობებიც რკინიგზის მხრიდან უხეშად იქნა დარღვეული, თუმცა, მათი თქმით, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა ამ დრომდე არ აწვდის ხელშეკრულების დოკუმენტს ადვოკატებს.
თავიდან პოზიცია ჰქონდათ, რომ ორი გარდაცვლილი იყო და ერთი დაზარალებული. არც ბატონი ბესიკი და არც ბატონი გია გიგაური არ იყო მათ მიერ მოხსენიებული. მოერიდნენ ალბათ პასუხისმგებლობას და ზიანის ანაზღაურებას. როგორც კი ექსპერტიზის დასკვნა გვექნება, მივმართავთ პროკურატურას, რომ ეს პირები დაზარალებულად ცნონ, იმიტომ, რომ მათ მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღეს. არც შრომითი ხელშეკრულება გადმომცეს, რომ გადაგვეხედა". - ამბობს ადვოკატი.
ამბის გადასამოწმებლად "პირველები" საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც კითხვებზე არ გვიპასუხეს და განგვიცხადეს, რომ კითხვები მეილზე გადაგვეგზავნა.