ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავრობა 1 კვირით ენგურის ხიდს კეტავს

18.10.24 17:54
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავრობა 1 კვირით ენგურის ხიდს კეტავს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით საოკუპაციო ხაზთან მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი - ენგურის ხიდი ჩაიკეტება. 

გადაწყვეტილება, "საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებს და სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენებს უკავშირდება", - წერს ადგილობრივი მედია.

მათივე ცნობით, ენგურის ხიდის ჩაკეტვა არ შეეხებათ ენგურჰესის თანამშრომლებს, ასევე აფხაზეთის "მოქალაქეებს და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს", რომლებიც დანარჩენი საქართველოდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბრუნდებიან.