გულგრილობას შეწირული კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი - ნიკორწმინდა საფრთხეშია
გულგრილობას შეწირული კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი - ნიკორწმინდა საფრთხეშია. მეათე საუკუნის გუმბათოვანი ტაძრის გარე ფასადი სრულად განადგურებულია. უნიკალური მოპირკეთება წვიმამ დააზიანა, რადგან არ არსებობს დამცავი, რომელიც წყლისგან კედლებს დაიცავს.
გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ქვები, რითაც ფასადია აშენებული, ერთმანეთისგან დაშორებულია და რჩება განცდა, რომ იშლება. ისტორიულ ძეგლზე გაყვანილობის მილი გარედან არის შემოვლებული.
ტაძრის ამ მდგომარეობის შესახებ კულტურის სამინისტრომ, მინიმუმ, 10 თვეა იცის, მაგრამ არავინ რეაგირებს.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.