წალკის მოსახლეობა "ოცნებას" უყურადღებობაში ადანაშაულებს

18.10.24 20:45
 წალკის მოსახლეობა "ოცნებას" უყურადღებობაში ადანაშაულებს

 

 

წალკაში ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას უკვე წლებია მიტოვებული ჰყავს. არავის უკითხავს, რა უჭირთ ადგილობრივებს და რა პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი. მეტიც, წინასაარჩევნოდაც კი, მათთან "ქართული ოცნებიდან" დაპირებებით არავინ გამოჩენილა. ხეებზე მხოლოდ სააგიტაციო მასალები გამოუკრეს და ასე ვირტუალურად გასცემენ დაპირებებს, რომელიც ხალხისთვის არაფერისმთქმელია. 

ხალხი წალკაში ელემენტარული საარსებო პირობების გარეშეა დატოვებული. სოფლებში არ არის გზები და წყალი. ადგილობრივ მაცხოვრებლებს კილომეტრების გავლა უწევთ, რომ სასმელი წყალი სახლებში წყაროებიდან მიიტანონ. მოუწესრიგებელია კანალიზაციის საკითხიც.  

ხალხი უკმაყოფილებას ვერ მალავს. ადგილობრივი მოსახლეობა ივანიშვილის გუნდზე გაბრაზებულია. არჩევნებზე მივლენ, მაგრამ, როგორც ჩანს, წალკაში "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერა არ ექნება. 

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.