წაქცეული ხეები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - დასავლეთ საქართველოში უამინდობამ პრობლემები შექმნა
უამინდობამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა. ფოთშიი ძლიერი ქარის გამო რამდენიმე სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
ძლიერი ქარის გარდა, იყო წვიმაც. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ზარალის დათვლა დილიდან დაიწყო.