ფინანსთა სამინისტრომ ,,მთავარი არხის" გაყიდვების სახლის საქმიანობაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა

20.08.21 12:53
ფინანსთა სამინისტრომ ,,მთავარი არხის" გაყიდვების სახლის საქმიანობაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა

შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" გაყიდვების სახლის საქმიანობაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა. ფინასთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ შემოწმებამ კონკრეტული რისკები გააქარწყლა და შემოწმებაც დასრულდა.

რაც შეეხება პროცესს – ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ეს შემოწმებაც დაიწყო და დასრულდა გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე.

ასეთი თემით სპეკულირების, პოლიტიკური ქულების დაწერის და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანის არც პირველი და ალბათ, არც ბოლო შემთხვევა იქნება ეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სერვისების გაუმჯობესება აუცილებლად გაგრძელდება – წერს ხუციშვილი.