ჟურნალისტები შსს-ს წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო
ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ - სასამართლომ მედიის წარმომადგენლების სარჩელი წარმოებაში მიიღო. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაშავებული რეპორტიორები და ოპერატორები გომელაურის უწყებისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. სარჩელის ავტორი 18 ჟურნალისტიი და ერთი ოპერატორია.
მე და ჩემი კოლეგები ვმუშაობდით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსა დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შორის, როდესაც მე მივიღე ფიზიკური დაზიანება, რის გამოც ორი კვირა ფიზიკურად შეუძლებელი იყო დამოუკიდებლად ჩემი გადაადგილება, რომ აღარაფერი ვთქვა პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე. წელიწადზე მეტი გავიდა ამ ამბიდან, გამოკითხვაზეც ვიყავი დაბარებული საგამოძიებო სამსახურში, თუმცაღა ელემენარულად დაზარალებული სტატუსიც კი არ მომანიჭეს. ახლა ვიგებთ, რომ ჩვენი სარჩელი უკვე მიღებული აქვს საქალაქო სასამართლოს წარმოებაში, თუმცა არანაირი იმედი არ მაქვს იმისა, რომ სამართლიანი სასამართლო იქნება და დამნაშავეები დაისჯებიან კანონის შესაბამისად, - ამბობს ნიკო კოკაია ტვ პირველის ოპერატორი.
საქმეს სასამართლოში მედიაომბუდსმენი უძღვება, რომელიც ამბობს, რომ აქციების გაშუქებისასა ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ფიზიკური და მორალური ზიანი მიიღეს, ამიტომ ახლა შსს-მ ეს ზიანი უნდა აანაზღაუროს. აქციებიდან თვეები გავიდა, თითქოს დაიწყო გამოძიებაც, თუმცა არცერთი პირი, ვინც მარტის და აპრილის აქციების დროს უფლებამოსილებას გადაამეტა, ამ დრომდე პასუხისგებაში არავის მიუცია.
სარჩელის ავტორები ამბობენ, რომ თუკი ქართულ სასამართლოში სამართალს ვერ მიაღწევენ, სარჩელით სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.