"ევროპა ჩემი არჩევანია" - თეატრი სახელოსნო დღეს ფოტო-გამოფენას მასპინძლობს

20.10.24 12:48
 "ევროპა ჩემი არჩევანია" - თეატრი სახელოსნო დღეს ფოტო-გამოფენას მასპინძლობს

თეატრი სახელოსნო დღეს ფოტო-გამოფენას "ევროპა ჩემი არჩევანიას" მასპინძლობს. გამოფენა-პერფორმანსი რამენიმე წუთის წინ გაიხსნა. ფრანგი ფოტოხელოვანის და სოფო ჭყონიას ერთობლივი პროექტის ფარგლებში გადაღებულია 400-მდე პორტრეტი, რომელიც დღეს წერეთლის 114 ნომერში გამოიფინა.

პროექტზე 7-მა ფოტოგრაფმა იმუშავა, რომლებმაც ყველა იმ ადამიანის პროტრეტი გადაიღეს,  რომლებიც თვლიან, რომ მათი არჩევანი ევროპაა. 

მე მივიღე მონაწილეობა როგორც ფოტოგრაფმა, ასევე როგორც სამოქალაქო აქტივისტმა და ვფიქრობ, პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დღესაც არის დიდი დღე, ევროპული მარშის დღე და ეს ჩვენი გამოფენა-პერფორმანსი არის ამ მარშის ნაწილი. ძალიან ბევრმა ადმაიანმა მიიღი პროექტში მონაწილეობა, გადაღებები იყო ძალიან საინტერესო, სხვადასხვა სოციალური ჯგიფებიდან მოდიოდნენ ადამიანები, - ამბობს ირმა შარიქაძე.